მთავარი » 2015 » მარტი » 24 » აპათეა
3:54 PM
აპათეა



***
პირველი თოვლი. დიახ პირველი თოვლი ყოველთვის განსხვავებულია. ელოდები და როცა მოვა მოწყურებულს აპათეა გემართება. ვსუნთქავ, მაგრამ არა ისე, როგორც უბრალო მომაკვდავი. სულ სხვანაირად, განსხვავებულად. თითქოს ჩემი ფილტვები ფიქრმა მოიცვა, ღრმა ფიქრებმა, რომელსაც ბოლო არ აქვს. უსასრულოდ... ჰო, ასეთი მექანიზმია. თბილ სხეულს ზამთრის სუსხი ეფლირტავება, გული კი დუმს. ბნელ სივრცეშ ნათელი წერტილი მოჩანს. წერტილი ღრმა და ნახევრად ბუნდოვანია ამავდროულად მოგონებებით სავსე.
ყავის ბოლო ყლუპს ვყლაპავ, ნახშირორჟანგს გამოვყოფ. უხილავ სამყაროში ჰაერი არ მყოფნის თითქოს ჟანგბადი რაღაცამ მოიტაცა, მიისაკუთრა. ეხლა ნახშირორჟანგი მეფობდა... რეალობას დავუბრუნდი. ზღვისფერი ცა, ირგვლივ კი თეთრად შეღებილი თოვლი, ფაფუკი და ნაზი. ჯერ ლოყას ეამბორა, შემდეგ კანს მიეჯაჭვა და გაქრა. არა, კი არ გაქრა, უბრალოდ დადნა ისე, როგორც არ არსებული და უმნიშვნელო ნივთი. თეთრი ფიფქებივით დნება თეთრი გრძნობები. თოვლი ლღვება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ვიცი თოვლი ყოველთვის მოვა, მოვა და ისევ აღიდგენს თავის ძალაუფლებას. 09/01/2015 მ.დ
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1810 | დაამატა: megidiasamidze00 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]